Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"აუცილებელია, რომ მედიასაშუალებები ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს"

56c1d59ee66b5
BM.GE
15.02.16 17:40
1064
ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველა პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მედიასაშუალებები.
 
"თვალს ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს. მსურს, რომ საქართველომ, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ამისთვის საჭიროა, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის, ყველა პოლიტიკური ძალიასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მედიასაშუალებები და თანაბარი სათამაშო ველი უნდა იყოს შექმნილი", - განაცხადა ელჩმა.