Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და ბიზნესის წამყვანი მოთამაშე"

57023778690b8
BM.GE
04.04.16 13:43
959
"ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და ბიზნესის წამყვანი მოთამაშე”, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა, გამოცემა caspianenergy.net-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. მისივე თქმით პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა კერძო სექტორს ენიჭება.
 
„როგორც იცით, კერძო სექტორი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალაა. ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიას იძლევა, არამედ მსოფლიოში ამ ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესების მტკიცე საფუძველსაც ქმნის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ძლიერი კერძო სექტორის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი გეგმით გათვალისწინებული ყველა ინიციატივა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო რეფორმა, კერძო სექტორისათვის მიწოდებული საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

ჩემი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მთავრობის მიზანია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ხორცშესხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რის შედეგადაც ამაღლდა ხალხის კეთილდღეობა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის.

ჩვენი მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, და ევროინტეგრაციის გაღრმავება, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული სარგებელი, მაგალითად, ევროპაში უვიზო მიმოსვლა.

დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ჩვენი მზარდი ეკონომიკა და დაჩქარებული ინტეგრაცია დასავლეთის ინსტიტუტებში მისცემს ქართველ ხალხს ბევრ ახალ შესაძლებლობას, როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე.

ჩემი აზრით, საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი რგოლი. ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე.
საერთოდ, ჩემი მოლოდინით, საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას”, - განაცხადა პრემიერმა.