Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების მიღმა"

5a15925ceb8d3
BM.GE
22.11.17 18:22
707
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამო დაზარალებული მოსახლეობა უყურადღებოდ არ დარჩება. ამის შესახებ კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მერიაში რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა.

"მთავარი არის ის, რომ ახლა სრულად არის დაცული და ურზუნველყოფილი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება. მოსახლეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ კორპუსებში, არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა",- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერია იზრუნებს მოსახლეობაზე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებელი ფართებით.
თბილისის მერის თქმით, ისნის გამგეობა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში. მან მოუწოდა მოსახლეობას, რომელსაც დახმარება ესაჭიროება დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 37 50 29; 599 53 70 40.

ამასთან, კალაძემ მწუხარება გამოთქვა სპეცდანიშნულების რაზმის წევრის დაღუპვის გამო და მიუსამძიმრა მისი ოჯახის წევრებს.