Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არასაბანკო ფინანსურ სექტორში აუცილებელია რეგულაციები"

59660a5226642
BM.GE
12.07.17 15:37
852
"არასაბანკო ფინანსურ სექტორში აუცილებელია რეგულაციები", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე. მისი თქმით, რეგულაციები ჩამოყალიბებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. გვენეტაძე ამბობს, რომ სექტორის მოწესრიგება აუცილებელია და ამისთვის კონსულტაციები კერძო სექტორთანაც იმართება.

"გარვეული პერიოდის შემდეგ, სექტორი უნდა იყოს ეფექტური და მეტი ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ. ესაა სექტორი, რომელიც მოსახლეობისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ახდენს და აუცილებელია სფეროს მოწესრიგება. ის მიდგომები, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს შემუშავებული და ჩამოყალიბებულია საკანონმდებლო ცვლილებებში. გვაქვს შეხვედრები არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სექტორი მომზადებული შეხვდეს ამ ცვლილებებს. არის თანამშრომლობა და ვფიქრობთ რომ ეს შეხვედრები დააახლოვებს ჩვენ პოზიციებს", - ამბობს კობა გვენეტაძე.