Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არ დაგიმალავთ, მქონდა საუბარი ფრანგულ მხარესთან, რომ "სოსიეტე ჟენერალი" არ გასულიყო საქართველოდან"

592bf07bcfb86
თელარა გელანტია
29.05.17 13:52
788
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, "სოსიეტე ჟენერალის" საქართველოს საბანკო ბაზრიდან გასვლა სასიხარული არ არის. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტში "სოსიეტე ჟენერალის" საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მაგრამ დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად "სოსიეტემ“ მიიღო.

"მოგეხსენებათ, "სოსიეტე ჟენერალმა" 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ საკმაოდ დიდი დანაკარგები განიცადა და იმ სტრატეგიის მიხედვით, რომელიც ამ ბანკმა დასახა, ამჯობინეს, რომ რეგიონებში სადაც შედარებით პატარა ბანკები ჰქონდათ, უმჯობესი იყო ოპერაციები გაეუქმებინათ, რესურსები შეერთებინათ და სინერგიის საფუძველზე უკვე სხვა ბაზრებზე შესულიყვნენ. არ დაგიმალავთ, თავად მქონდა საუბარი როგორც საფრანგეთის ელჩთან, ისე ბანკის წარმომადგენლებთან სათაო ოფისის დონეზე, რომ "სოსიეტე ჟენერალი“ არ გასულიყო საქართველოდან. მე აბსოლუტურად კარგად მესმის „სოსიეტე ჟენერალის“ ბრენდის მნიშვნელობა, თუმცა სამწუხაროდ, ეს იყო ბანკი, რომელმაც სტრატეგიულ დონეზე მიიღო გადაწყვეტილება რომ გასულიყო საქართველოდან და ეს ნამდვილად არ იყო სასიხარულო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: გასული წლის შემოდგომაზე "თიბისი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკა" შეიძინა. ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია 8 მაისს დასრულდა.