Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ანტიდემპინგური კანონმდებლობა არაა იმპორტიორების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი"

593e9ef99a510
BM.GE
12.06.17 18:11
1246
"ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ უნდა იყოს განხილული, როგორც იმპორტიორების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროშია შემუშავებული, ამ ეტაპზე კი შესათანხმებელია საკითხი თუ როდის დაიწყება მისი განხილვები.

"ანტიდემპინგის კანონმდებლობა არის საერთაშორისოდ აღიარებული კანონმდებლობა. ეკონომიკის სამნისტროში აღნიშნული კანონი შემუშავებულია და მათთან უნდა შევთანხმდეთ ვადებზე თუ როდის დაიწყება განხილვები და შემდეგ შევა კანონპროექტი პარლამენტში.

არავითარ შემთხვევაში, ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ უნდა იყოს გაგებული როგორც იმპორტიორების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ან რაიმე არასწორი ქმედება, ესაა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ აღიარებული კანონმდებლობა და ყველა ქვეყანას აქვს ეს კანონი", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.