Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ანაკლიის კონსორციუმი" ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: მივესალმებით კონკურენციას

5a8fd51a60383
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.18 16:06
1169
„მივესალმებით კონკურენციას“,- ასე პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ დაანონსებულ ინფორმციას.

"წარმატებებს ვუსურვებ, სხვა არანაირი აზრი არ მაქვს ამის თაობაზე",- აცხადებს ლევან ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის შემდეგ კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში აშენდება.

ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენმა გასული წლის ბოლოს "ანალიტიკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს.

"დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება“,- განაცხადა 1 დეკემბერს გასულ ინტერვიუში კლასუს ჰოლმ ლოურსენმა.

ამავე გადაცემაში ფოთის პორტის გენერალურ დირექტორს უპასუხა ანაკლიის პორტის განმახორციელებელი კომპანიის „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ. მან აღნიშნა, რომ APM Terminals-მა თავი გამოაჩინა, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ფარულ ლობირებას ეწევიან.