Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ანაკლია სითიში" საერთაშორისო იპოდრომის აშენება იგეგმება

5a8fff6401c6c
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.18 14:00
912
"ანაკლია სითიში" საერთაშორისო იპოდრომის აშენება იგეგმება,- ამის შესახებ "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

იპოდრომი „ანაკლია სითისა“ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ მოეწყობა. თავად ანაკლია სითი პორტთან აშენდება და მწვანე კონცეფციაზე მორგებულ ქალაქად ჩამოყალიბდება. სწორედ დღეს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, ბრიტანულ კომპანია BuroHappold Engineering-თან, რომელმაც “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია” უნდა წარმოადგინოს.

"ამ ქალაქის განაშენიანების პირველი პრიორიტეტი იქნება საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვიტარება და საცხოვრებელი სახლების განვითარება, რამეთუ პორტის შენებლობა დაწყებულია და გვჭირდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

გვაქვს რამდენიმე იდეა, რომ იქ ავაშენოთ ცენტრალური პარკი, საერთაშორისო იპოდრომი. ვფიქრობთ, რომ იქ შევქმნათ საერთაშორისო საცხენოსნო ცენტრი, რომელიც ასევე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს სოფლის მეურნეობსი განვითარებაზე",- აცხადებს ხაზარაძე.