Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, ამ დრომდე მხოლოდ 4 ქონება გასხვისდა

58ece8b21dd70
BM.GE
11.04.17 18:29
1287
პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, ამ დრომდე მხოლოდ 4 ქონება გასხვისდა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, აქედან 2 თბილისში, 2 კი რაჭაში მდებარე უძრავი ქონება იყო. უწყებაში პროექტს წარმატებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება დიდია.
გასხვისებული უძრავი ქონების საერთო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს, განსახორციელებელი ინვესტიცია კი 15 მილიონ ლარს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" 2016 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლებს მოეწყოს სასტუმრო კომპლექსი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.