01.Dec.2015 17:14
Economy

"2016 წელს ბათუმში გარემოს დაცვის ფართომასშტაბიანი ფორუმი ჩატარდება''

"2016 წელს ბათუმში გარემოს დაცვის ფართომასშტაბიანი ფორუმი ჩატარდება''
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" ამჟამად მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტროში ახორციელებენ. ცენტრის წარმომადგენელმა, თიკო ნიბლოშვილმა გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" აღნიშნა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და ამ კუთხით ინფრასტრუქტურა უნდა დაიხვეწოს. მისივე განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტიპის ურნების განთავსება უნდა მოხდეს.
           
"ნარჩენების კოდექსი, ძალაში 2015 წლის 15 იანვრიდან შევიდა. ის გულისხმობს ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ურნაში ვათავსებთ. რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაოების შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სეპარირებული შეგროვება დროულად იქნეს ქვეყანაში განხორციელებული. ეს ჯერჯერობით ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა, მერიასთან ერთად კოორდინირებული მუშაობა, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ტიპის ურნების განთავსება, სადაც ადამიანები მოათავსებენ სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს. ამ სამინისტროს მთავარი მიზანი ზოგადად ინფორმაციული კამპანიაა ამ წლების განმავლობაში განხორციელებული რეგულაციებისა და რეფორმებისა, რადგან გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოებაც იყოს ჩართული. თუმცა, ჩვენი ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები არ არსებობს, როგორც რიგ განვითარებულ ქვეყნებში, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულნი არიან, რომ გარემოს დაცვაზე იმუშაონ და თავად ადევნონ თვალყური ამ საკითხებში კანონი რამდენად ირღვევა, შემდეგ გამწვანებაზე იმუშაონ და ა.შ. ერთია რამდენად მოხდება დაყოფა ნარჩენების და მეორეა სად წავიღებთ ამ ნარჩენებს. ჩვენ არ გვაქვს ტექნოლოგიები, რომლებიც გადაამუშავეენ მათ. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა დასახვეწია. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სამომავლოდ გეგმაშია და აუცილებლად განხორციელდება," - აღნიშნავს თიკო ნიბლოშვილი.
 
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ინფრასტრუქტურის შეძენამდე სამინისტრომ უნდა იმუშაოს და ინიციატივები ბიზნესსა და კერძო სექტორს შესთავაზოს. მანვე აღნიშნა, რომ 2016 წელს ბათუმში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვის ფართომასშტაბიანი ფორუმი ჩატარდება, რომელშიც 60-მდე ქვეყნის წარომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

"მანამ სანამ მოხდება ინფრასტრუქტურის შეძენა და მათი ამოქმედება ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ იმუშაოს და ინიციატივები გამოთქვას - კერძო სექტორს და ბიზნესს შესთავაზოს, რომ თუნდაც მსხვილ სავაჭრო ობიექტებში ე.წ. პოლიეთინელის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდეს. ეს დაწყებულია, მაგრამ მასშტაბური ნამდვილად არ არის. პირადად მე არ შემხვედრია ჯერჯერობით გარდა რამდენიმე სააფთიაქო ქსელისა. მნიშვნელოვანია ის, რომ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ფორუმი ჩატარდება ბათუმში 2016 წლისთვის და სამოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება ამ ფორუმს. ეს კარგი ნაბიჯია საქართველოსთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ზრუნვა ატმოსფერულ ჰაერზე, რომ ჩვენ რიგ ევროპულ ქვეყნებს გავუტოლდეთ და ჩვენთან შემოტანილი საწვავი არ შეიცავდეს ტყვიას, გოგირდს და ა.შ. იმ მონიტორინგის შედეგად, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ სამინისტროში აღმოჩნდა, რომ თითქმის სამჯერ არის შემცირებული გოგირდის შემცველობა ბენზინში და 50 ერთეულით არის დაწეული გოგირდი შემცველობა დიზელში. ლინცენზიების გაცემის საკითხში სანქციები გავამკაცრეთ. 2013-2015 წლების განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი და კომპანიაა დაჯარიმებული. აღსრულების მექანიზმები დასახვეწია, თუმცა ფეხს ვიდგამთ ამ საკითხში და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა დაიხვეწება" - ამბობს თიკო ნიბლოშვილი.
ავტორი: საქმიანი დილა



19.Mar.2019 23:48
34

Credit growth stood at 15.7% YoY in February 2019

More
19.Mar.2019 22:12
38

Anaklia Development Consortium: TV Imedi coverage included incorrect and unverified information

More
18.Mar.2019 22:53
70

Geostat: Average Salary for Men – 1468 GEL, for women – 906 GEL

More
16.Mar.2019 20:35
76

George Kobulia Discussed Bilateral Trade and Economic Relations with Japanese Counterpart

More
16.Mar.2019 20:33
103

Tourists Spent $169 Million in Georgia in February 2019

More
15.Mar.2019 19:56
77

Money Transfers have increased by 10%

More