ე.წ. მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემას ოთხი ახალი ელემენტი დაემატა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი ელემენტების ნომრებია 113, 115, 117 და 118, - ოთხივე ელემენტის დამზადება ლაბორატორიულად მოხდა და მათ ჯერ-ჯერობით მხოლოდ დროებითი სახელები აქვთ მინიჭებული.
2011 წლის შემდეგ პერიოდულ სისტემას ახალი ელემენტი პირველად დაემატა.