Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქეთი ბოჭორიშვილი "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი გახდა

592c655d7736b
სალომე მეცხვარიშვილი
29.05.17 21:04
1256
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ინფორმაცია "საქმის კურსს" თავად ქეთი ბოჭორიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ის მუშაობას "ანაკლია სითის" აღმასრულებელ დირექტორად გააგრძელებს. საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განმახორციელებელი "თიბისი ბანკისა" და კონტი ჯგუფის დაფუძნებულ კომპანიაზე.

"ანაკლია სითი ითვალისწინებს ბიზნეს ქალაქის განვითარებას, რაც გულისხმობს სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას პორტის მიმდებარედ. ეს იქნება მომავლოს ქალაქი,სადაც მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები. იქნება სმარტ ქალაქის პრინციპებზე დამყარებული, მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა...",-აცხადებს ბოჭორიშვილი.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა კერძო სექტორში გადასვლა, ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უკვე დაახლოებით 7 წელია, რაც ეკონიმიკის სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობს და ახალი მიმართულებით მოღვაწეობა მისთვის საინტერესო იყო.

"ვფიქრობ, ამ მასშტაბური პროექტით შემიძლია დიდი კონტრიბუცია შევიტანო ქვეყნის განვითარებაში",-აცხადებს ქეთი ბოჭოროშვილი.