Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქედაში და ჩოხატაურში წარმოებული ხილის პროდუქტი ევროკავშირში ექსპორტზე გავიდა

5730364b8413d
BM.GE
09.05.16 10:56
1101
კომპანია "ნენას" პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირში გავიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პირველი პარტია ჩეხეთში უკვე გაიგზავნა, მომავალ კვირას კი ევროკავშირში პროდუქციის მეორე პარტიაც გაიგზავნება. მისი თქმით, ევროკავშირში განსაკუთრებით დიდი დაინტერესება "ნენას" ტყემლის პროდუქციაზეა. წლის განმავლობაში კომპანია ჩეხეთის გარდა პროდუქციის ევროკავშირის სხვა ქვეყნებში რეალიზებასაც გეგმავს.
 
"ნენა" ამ ეტაპზე 15-მდე სახეობის ხილის მურაბასა და ჯემს, ასევე 4 სახეობის საწებელს და ფელამუშს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ სუპერმარკეტებში ხდება. კომპანია მიმდინარე წლიდან ხილთან ერთად, ბოსტნეულის წარმოებასაც დაიწყებს.

ხილის საწარმო ჩოხატაურში შემოდგომაზე გაიხსნა. პროექტი სახელმწიფო თანადაფინანსებით "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" განახორციელა.