Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველი სკოლის მოსწავლეების მიღწევები საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს

590c417b626a5
თათია ჩაფიჩაძე
05.05.17 13:09
1826
საქართველის ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებისა დ სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენაცია გამართა. კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე ახდენს გავლენას.

საეთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში საქართველოს შედეგი წინა წლებთან შდარებით გაუმჯობესებულია, თუმცა პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ის საეთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.

TIMSS-ის2015 წლის შედეგების მიხედვით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება საერთაშოისო ნიშნულს როგორც მეოთხე, ისე მერვე კლასებში. საქართველოს შეფასება 450-ია, მაშინ როდესაც საშუალო შეფასება 500-ია. PISA-ს მიხედვით კი საშუალ შეფასება 490-ია, საქართველოსი კი 404.

TIMSS-ის კვლევაში ჯამში 57 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველო 30-ე ადგილზეა. PISA-ს კვლევაში 70 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო კი 58-ე ადგილს იკავებს. 

სახელმწიფო შეფასება კი აჩვენებს, რომ დაგეგმილ და მიღწეულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. მე-9 კლასში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30%, ფიზიკაში მოსწავლეთა 34%, ქიმიაში მოსწავლეთა 49%, ბიოლოგიაში მოსწავლეთა 13% ვერ ახერხებს.

კვლევამ აჩვენა განსაკუთრებით დაბალი შედეგი იმ დავალებების შესრულებაში რომლებიც მსჯელობას, პრბლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.