Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველ სტუდენტს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალგაზრდა ლიდერთა ჯილდო გადაეცა

571888ce93117
BM.GE
21.04.16 11:59
1247
ნინო ნანიტაშვილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალგაზრდა ლიდერთა ჯილდო გადაეცა, ამერიკის საელჩოს ცნობით, ნინო მსოფლიოს იმ 10 ადამიანს შორის მოხვდა, რომელსაც ეს ჯილდო საზოგადოებაში სასარგებლო ცვლილების შეტანისათვის გადაეცა.
 
ნინომ ჩამოაყალიბა გუგლის დეველოპერთა ჯგუფი - პირველი პროფესიული ტექნოლოგიური საზოგადოება საქართველოში.

როგორც flickr-ი წერს, ნინო ნანიტაშვილი პირველი ქართველია, ვინც ტექნოლოგიაზე ორიენტირებული პროფესიული გაერთიანება Google Developer Group შექმნა. მან პროექტის ფარგლებში 400-მდე ღონისძიება გამართა.

აღნიშნული პროექტით, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ონლაინ თამაშებში ერთვებიან.