Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართულმა ნაკრებმა ევროპის ქვეყნების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვა

596b27c1de446
სალომე ჭიპაშვილი
16.07.17 16:00
748
საქართველოს ოთხკაციანმა ნაკრებმა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვა. ნაკრების ლიდერმა, გიორგი კლდიაშვილმა აბსოლუტური შედეგით 600/600 ოქროს მედალი მოიპოვა. დემირელის კოლეჯის მოსწავლემ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და იგი მსოფლიო ოლიმპიადაზე იასპარაზებს. ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ კომაროვის სკოლის მოსწავლეები , ალექსანდრე ხოხიაშვილი და ვანო გამეზარდაშვილი. საქართველოს ნაკრებს გოჩა მანდარია ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადა 14 ივლისს, სლოვენიაში ჩატარდა, სადაც ჩვენი ქვეყანა,პოლონეთთან და რუმინეთთან ერთად, ოლიმპიადაში მონაწილე 14ქვეყნიდან სამ უძლიერესს ქვეყანას შორის მოხვდა.