Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული სიგარა მაღალი კონკურენციის გამო საექსპორტო ბაზრებზე ვერ გადის

56f38c3314ab9
ელენე გოგბერაშვილი
24.03.16 10:39
1882
კომპანია "Adjarian Tobacco", რომელიც 2008 წლიდან კუბური ჯიშის სასიგარე ნედლეულს და პირველ ქართულ სიგარას-ბრენდით "გონიო"-ს აწარმოებს, ჯერჯერობით საექსპორტო ბაზრებზე ვერ გადის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბესო შალუტაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, ბოლო წლებში სიგარის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა და კომპანიას 2 წელია პროდუქცია ექსპორტზე არ გაუტანია. მისი თქმით, სასიგარე ნედლეულის ექსპორტი მხოლოდ ჰონდურასსა და ნიკარაგუაში განხორციელდა.
 
როგორც Adjarian Tobacco-ს ხელმძღვანელი ამბობს, ქართული სიგარის საბაზრო ღირებულება დღეს 14-17 ლარია და მისი რეალიზაცია ძირითადად Duty Free-ში ხდება. "აქტიურად ვმუშაობთ პოტენციური საექსპორტო ბაზრების მიმართულებითაც. ფიუჩერსული კონტრაქტის შემთხვევაში შეიძლება გავზარდოთ როგორც წარმოება, ასევე მოვიძიოთ დამატებითი რესურსები", -აცხადებს ბესო შალუტაშვილი.

კუბური ჯიშის სასიგარე ნედლეულისა და სიგარის წარმოება აჭარის მაღალმთიან რაიონებში 2007 წლიდან ხდება. "Adjarian Tobacco" ამ ეტაპზე 23 სახეობის სხვადასხვა გემოს, სიძლიერის, არომატის სიგარას და 6 დასახელების გასახვევ თამბაქოს აწარმოებს. კომპანიაში ხდება ასევე სპეციალურად სიგარისთვის საფერფლეების, საჭრელების, ღვინის ჩასადებებისა და 30-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა აქსესუარის წარმოება.