Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული კომპანიები დუბაიში საკვები და სასმელი პროდუქციის გამოფენაში იღებენ მონაწილეობას

56c9f784e0122
BM.GE
21.02.16 21:43
1253
21-დან 25 თებერვლის ჩათვლით ქართული კომპანიები ეროვნულ პროდუქციას მსოფლიოს წამყვან საგამოფენო ღონისძიებაზე წარადგენენ.
 
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ექსპორტიორი კომპანიები დუბაიში, წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო საკვები პროდუქციისა და არაალკოჰოლური სასმელების გამოფენაში Gulfood 2016 იღებენ მონაწილეობას.

ქართული სტენდის ქვეშ თხილის, ტკბილეულის, ლუდისა და ლიმონათების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების ნაწარმი განთავსდება.

მონაწილე კომპანიებს შორის არიან: ანკა ფეარ თრეიდი; ნარექსი/ნატსჯი; ჯორჯიან პროდაქტ რენესანსი (GPR); ევრონატი; ევრო ნატს 2009; აერ კომპანი(თხილის წარმოება), ქართული ლუდის კომპანია (ლიმონათის,ლუდის ენერგეტიკული სასმელის და ცივი ჩაი წარმოება); ბარამბო (ტკბილეულის და შოკოლადის წარმოება, ხილიანი (ლიმონათის წარმოება).

Gulfood 2016 სპარსეთის ყურის ქვეყნების მასშტაბით უმსხვილესი გამოფენაა და წარმოდგენილია მსოფლიოს 120 ქვეყნის 5 000-ზე მეტი კომპანია, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა 84,642-ს აღწევს.