Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქადაგიძე თვლის, რომ ქართველ დიპლომატებს ბიზნესის მეტი ხელშეწყობა შეუძლიათ

56dfcda72430e
BM.GE
09.03.16 11:13
950
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უცხოეთში ქართული ბიზნესის მეტი ხელშეწყობა შეუძლია, თუმცა ეს პოტენციალი გამოუყენებელია, - მიაჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს.
 
ქართული "ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქადაგიძემ თქვა, რომ საქართველოს საელჩოების თანამშრომლებს ქართველი ექსპორტიორების, ტურისტული ბიზნესის და მრავალი პროფილის კომპანიის დახმარება შეუძლია, განსაკუთრებით კი ნაკლებად შეძლებული მცირე და საშუალო ბიზნესის.

"ერთ-ერთ გამოუყენებელი რესურსი - ჩვენი საელჩოებია საზღვარგარეთ. არაპოლიტიკურ დედაქალაქებში საელჩოები პროტოკოლის ფუნქციის შესრულების ნაცვლად, მეღვინის, მეთხილის, მემწვანილის ელჩის ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ. ნებისმიერი საშუალო ან დიდი სასტუმროს მენეჯერს უნდა შეეძლოს ჩვენს საელჩოში, მაგალითად, ინდოეთში დარეკვა და გარკვევა, არის თუ არა შესაძლებელი, ორგანიზება გაუწიოს ტურისტულ ტოპ-სააგენტოებთან შეხვედრას. ისინი ჩვენი მეწარმეების ელჩები უნდა იყვნენ. მცირე და საშუალო მეწარმეს არ შეუძლია პრობლემის არსებობის შემთხვევაში ადგილზე ჩავიდეს და საქმე ისე მოაგვაროს, ამაში მას დახმარებას ადგილობრივი საელჩო უნდა უწევდეს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მას ასევე მიაჩნია, რომ ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობები კარგი საინფორმაციო რესურსია ქართული ბიზნესისთვის უცხოეთში ტენდერებში მონაწილეობისთვის.

"თუ ჩვენთან ტენდერებში მონაწილეობას უცხოური კომპანიები იღებენ და ეს ძალიან კარგია, ქართულმა წარმატებულმა კომპანიებმაც უნდა შეძლონ უცხოურ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ ამისთვის საჭიროა ინფორმაცია, რომელსაც საელჩოები უნდა აწვდიდნენ", - უთხრა "ფორბსს" ქადაგიძემ.