"50 000 საბჭოთა მანეთი = 590 ლარს", - წერს საკუთარ გვერდზე, სოციალურ ქსელში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე. ქადაგიძის განცხადებით ქვეყანა 3 წლიან საარჩევნო ციკლში შედის.
"ვინაიდან 3 წლიან საარჩევნო ციკლში შევა ჩვენი ქვეყანა სულ რამდენიმე თვეში დარწმუნებული ვარ ვიღაცას ისევ გაახსენდება მოსახლეობის "მანეთებში" ანაბრების თემა. ამიტომ "სტატისტიკის" მოყვარულებისთვის დავწერ:
საბჭოთა კავშირის დროინდელი ანაბრები აღიარებულია შიდა ვალში შემდეგი ინდექსაციით. პირველ 1000 მანეთზე – 100 ლარი, ყოველ შემდეგ 1000 მანეთზე – 10 ლარი. ანუ თუ დანაზოგი შეადგენდა 50,000 მანეთს, ის შიდა ვალში აღიარებულია როგორც 590 ლარი.
50 000 მანეთი = 590 ლარს.
და ასეთი მიზერული თანაფარდობით აღიარებული დავალიანება არის 502 მილიონი ლარი.
პ.ს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც კომენტარის დაწერა ზედმეტია. უბრალოდ არასდროს არ დავივიწყოთ რა გავიარეთ 90-ან წლებში", - წერს ქადაგიძე.