Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

56f8c420e68e4
BM.GE
28.03.16 09:40
1519
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია იწარმოებს 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით.
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.

სასურველი პროგრამისა და კოლეჯის/უნივერსიტეტის შერჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) და პროფესიული განათლების ვებპორტალზე (www.vet.ge).