Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვის ინიციატივით გამოდის

56b1da053fc83
BM.GE
03.02.16 14:43
1173
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვისაკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
 
მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისათვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის როლი.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე. მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ, სწორედ ამ ვითარებაში საჭიროდ მივიჩნევ ამ კანონმდებლობის გადახედვას.

ამ ვითარებაში მიმაჩნია რომ საერთაშორისო ინსტიტუტების თანამშრომლობით ჩვენ უნდა გადავშალოთ წინა ფურცელი და რეალურად მივიღოთ ისეთი კანონი ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც გააძლიერებს ამ ინსტიტუტს", - განაცხადა პრეზიდენტმა.