Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერობის კანდიდატად უმრავლესობაში გიორგი კვირიკაშვილს ასახელებენ

567ce156bf28a
BM.GE
25.12.15 10:24
1054
უმრავლესობის წევრების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს.
 
“ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას დღეს წარმოადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლკიმ. გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დაადასტურა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.

"გუშინ დილიდან საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიდიოდა პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიას შორის. პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან გვქონდა საუბარი. საბოლოოდ ჩვენ ველოდებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას დღეს წარმოადგენს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„იქნება გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ უკვე შეჯერებულები ვართ. რაც შეეხება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის, ის ძალიან წარმატებული პრემიერმინისტრი იყო, ძალიან რთულ დროს ჩაიბარა მან ეს თანამდებობა და საკმაოდ კარგი შედეგები დადო,"- განაცხადა ქანტარიამ.