Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერმა "ბათუმის წყლის" საკითხის შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა

56d93134b776f
BM.GE
04.03.16 10:53
1005
მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამ მოწოდებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი "ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
 
გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო სივრცეში გამოთქმული ბრალდებების შესწავლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, "ბათუმის წყლის" დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

"საჯარო სივრცეში გაჩნდა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების გამო მოხდა ბათუმის ერთ–ერთი კვებითი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვ, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი. მინდა, გავერკევთ ამ საკითხში და თუ ის დადასდტურდა, ამ პიროვნებამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ჩვენ ვერ შეგეუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს შესაძლოა იყოს უსაფუძლო ბრალდება, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ სიმართლეში და დადასტურის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.