Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერმა კობა გვენეტაძესთან შეხვედრა გამართა

56ea44abc4b73
BM.GE
17.03.16 09:45
1007
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატ კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბრის ძირითადი თემა ეროვნული ვალუტის კურსი და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები იყო.
 
პრემიერ-მინისტრმა კობა გვენეტაძეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგია და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხები. ისაუბრეს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარედგინა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაესწრნენ.