16.Jan.2016 15:21
Economy

პრემიერმა გუბერნატორებთან ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

პრემიერმა გუბერნატორებთან ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების სამუშაო შეხვედრაზე.
 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.

საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფა სასმელი წყლით და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვის მნიშვნელობას და რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.



17.Dec.2018 13:43
27

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
30

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
74

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
57

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
63

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
63

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More