Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერი ვიზა ლიბერალიზაციაზე: საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია

5673a994b4e6c
BM.GE
18.12.15 10:35
1172
"ევროკავშირი დღეს საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია", - ამის შესახებ დასტური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან გუშინდელი საუბრისას მიიღო.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს მიღწეული წარმატება გუშინ საღამოსვე მიულოცეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, 100%-ით შეასრულა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ჩვენდამი, ქართველი ხალხისადმი ნდობის დადასტურება ევროპის, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.