Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

57298e021edb0
BM.GE
04.05.16 09:47
1519
2016-2017 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყო.
 
რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე (www.registration.emis.ge) და დასრულდება 25 მაისს - 20:00 საათზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.