Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირველი ქართული ზეთისხილის ზეთის რეალიზება დაიწყო

592299e86d4dd
ნინო კვინტრაძე
22.05.17 11:56
1235
პირველი ქართული ზეთისხილის ზეთის რეალიზება დაიწყო. ქართული ზეთისხილის" ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ თავდაპირველად პროდუქცია კარფურის სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება, სამომავლოდ კი აგროჰაბშიც. მომავალი წლიდან კომპანია პროდუქციის შეტანას საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა სუპერმარკეტების ქსელში გეგმავს.

პირველ ეტაპზე კომპანიამ 40 ბოთლი ზეთისხილის ზეთი გამოუშვა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას გაუწევს, როგორც ფასით, ასევე ხარისხითაც.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას „ქართული ზეთისხილი“ წარმოება სიღნაღის რაიონში აქვს, ზეთისხილის პლანტაცია 250 ჰა მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.