Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის წესი იცვლება

59c5f7183b342
BM.GE
23.09.17 10:00
1204
23 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. N6 და N87 ავტობუსები და ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსები კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდებიან. ხოლო პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: N6, 85, 47, 92, 150 და N42 ავტობუსები.

თბილისის მერიის ცნობით, პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შარტავასა და კოსტავას ქუჩებზეც აღდგება. ჟვანიას მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე N14, 29 და N49 მარშრუტის ავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში გადაადგილდებიან. ვახუშტის ხიდიდან და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩების გავლით პეკინის ქუჩისა და გმირთა მოედნისკენ იმოძრავებენ N51 და N91 ავტობუსებიც.

იმ ავტომობილების მძღოლების მიმართ, რომლებიც ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე იმოძრავებენ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.