Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პავლო შერემეტა: კახა ბენდუქიძე გვეუბნებოდა, რომ ძალიან ჩამოვრჩებით სამყაროს, - ეს იყო სიმართლე

56ab089f24f67
BM.GE
29.01.16 10:33
1135
გასულ კვირას საქართველოში უკრაინის ეკონომის ყოფილი მინისტრი და მალაიზიის მთავრობის ყოფილი მრჩეველი, პავლო შერემეტა იმყოფებოდა. "როდესაც თბილისში ვსეირნობ, ვერ ვიაზრებ, როგორ მოხდა ამდენი ინვესტიციის მოზიდვა ასეთ მცირე ვადაში", - აცხადებს პავლო შერემეტა. უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ქვეყნის განვითარებაში კახა ბენდუქიძის წვლილზეც საუბრობს.
 
"კახა ბენდუქიძის წვლილზე საუბრისას, საკმარისია გადავხედოთ იმ შედეგებს, რომელიც საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში აჩვენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მუშაობდა სახელმწიფო თანამდებობებზე. როდესაც თბილისში ვსეირნობ, ვერ ვიაზრებ, როგორ მოხდა ამდენი ინვესტიციის მოზიდვა ასეთ მცირე ვადაში. სხვა ქალაქებში სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე ჩასვლა, მაგრამ ცენტრში ვხედავ სასტუმროებს, ხიდებს, გზებს და სხვა მრავალ შენობა-ნაგებობას. ამდენ რამეს მე ვერ ვხედავ კიევშიც კი, თუმცა ვხედავ პოლონეთში. მიუხედავად ამისა, სრულად კახას წვლილის შეფასება მე გამიჭირდება, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რა წვლილი მიუძღვის კახას უკრაინის განვითარებაში. ის მუდმივად ამბობდა სიმართლეს, გვეუბნებოდა, რომ ბიჭებო, თქვენ ძალიან ჩამორჩებით სამყაროს, და ეს იყო და რჩება სიმართლედ. მინიმუმ უკრაინის გადმოსახედიდან, კახა ძალიან გვაკლია", - განაცხადა პავლო შერემეტამ.