Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა

591c707dc1faf
BM.GE
17.05.17 19:37
1144
85-ხმით, ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი.

2018 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო.

2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, რომლის გასახსნელად ლიცენზია იქნება საჭირო. 

ამას გარდა, 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც იზღუდება.