Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პაატა კვიჟინაძე: ვთვლი, რომ კანონი ტენდერების შესახებ კარგია, ხარვეზის ნახვა ყოველთვის შეიძლება

56cda948f0e25
BM.GE
24.02.16 17:50
1600
ქვეყნის პრემიერმა 2020 წლამდე საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელება დააანონსა და ინფრასტრუქტურული პროექტების 30-40 პროცენტით დაჩქარებაზე ისაუბრა. მას პროექტების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გააჩნია, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ასევე დედაქალაქის მერიასთან.
 
გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე პარლამენტის უმრავლესობის წევრი, პაატა კვიჟინაძე გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი"  საუბრობს. კვიჟინაძე ამბობს, რომ ტენდერების ჩატარების წესების მხრივ, სერიოზული მუშაობა მიდის და ამისთვის შესყიდვების სამსახურში სპეციალური სამსახურიც გაიხსნა.

"ინფრასტრუქტურული პროექტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. წელს 950 მილიონია გამოყოფილი, ამას რეგიუონალური განვითარების 280 მილიონი ემატება. ბევრი ადამიანი დასაქმდება, რაც ლარის გამყარებას და ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ვთვლი, რომ კანონი ტენდერების შესახებ კარგია. ხარვეზის ნახვა ყოველთვის შეიძლება, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ძირითადი პრობლემა მენჯმენტში იყო. ეს ინფრასტრყქტურის სამინისტროს იმდენად არ აწუხებდა, რამდენადაც თვითონ რაიონებს.

შესყიდვების სააგენტოში სპეციალური სამსახურიც კი გაიხსნა, სადაც ტრენინგებს ატარებენ და ამ მიმართულებით აშკარად წინსვლა არის და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება. სახელმწიფო იმაზე მეტს ვერ აიღებს, რაც მისი ეკონომიკაა. თუ ბევრი კრედიტი ავიღეთ ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს კარგი იყო, თუ ცუდი, სხვა სისტემა იყო. ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოს სახსრებით იყო განპირობებული. დღეს ცოტა არის თუ ბევრი, ამ კრიზისის პერიოდში, ამას კერძო სექტორი აკეთებს. სახელმწიფო ამ თემატიკაში წამყვანი აღარ არის. ამიტომაც იყო 2013 წელი პრობლემატური. მაგრამ 2014 წელს სანამ კრიზისი დაიწყებოდა, ჩვენ უკვე 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ივლისამდე. დარწმუნებული ვარ, თუ ეკონომიკური სიტუაცია რეგიონში ცოტათი მაინც გაუმჯობესდება, ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდა გვექნება", - განაცხადა კვიჟინაძემ.