Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოზურგეთში ეთერზეთების საწარმოს აშენებაში, 3,5 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება

570a3bbbbbcb7
BM.GE
10.04.16 15:35
1052
კომპანია Green Village ოზურგეთში ეთერზეთების საწარმოს აშენებას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე Global Uni Group-ის დამფუძნებელს დავით ალექსიძესა და კომპანია Green Village დირექტორს ოლგა მოისენკოვას შეხვდა.
 
გუბერნატორთან შეხვედრაზე საცდელი მეურნეობის წვერმაღალის ტერიტორიაზე ეთერზეთოვანი ციტრუსების ბერგამოტის, ბიგარდიას და სხვა ეთერზეთოვანი კულტურების გაშენების თემები განიხილეს. ასევე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა წვერმაღალას ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ჰა. გადაცემისა და მომიჯნავე ტერიტორიაზე ეთერზეთოვანი ციტრუსების გადამამუშავებელი საწარმოს აშენების საკითხიც.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა კომპანია Green Village დირექტორის ოლგა მოისენკოვას თხოვნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წვერმაღალას ტერიტორია დათვალიერდა, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ექსპერიმენტული მეურნეობის სახით ფლობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება (ანასეული). აღნიშნული ტერიტორია ციტრუსოვანი კულტურებისათვის შერჩეული იქნა მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო.

"კომპანია Green Village დირექტორმა ოლგა მოისენკოვამ გურიაში საკმაოდ საინტერესო პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვა, რომლის ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიონ ლარს შეადგენს. ქალბატონი ოლგა მზად არის თავის გუნდთან ერთად მოლაპარაკებები დაიწყოს. მადლობას ვუხდი მას მხარდაჭერისათვის და აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ჩვენ შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.