Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოზურგეთში ENA Textile-ის ფაბრიკა 6 თვის ვადაში გაიხსნება და მასში 1000-მდე პირი დასაქმდება

58750aac28c2b
BM.GE
10.01.17 20:20
953
ოზურგეთში მსოფლიოში ცნობილი ZARA-ს ბრენდის ბრენდის სამოსის სამკერვალო ფაბრიკის აშენებით თურქული კომპანია ENA Textile დაინტერესდა. ENA Textile ოზურგეთში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმო, რომელშიც ათასამდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება, 2-3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. ესპანური და თურქული მხარეების თანხმობა უკვე არსებობს. გურიის გუბერნატორის განცხადებით კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს 16 იანვარს ეწვევიან და იმავე დღეს შესაბამის დოკუმენტს მოეწერება ხელი. სალუქვაძის განცხადებითვე, საწარმოში 1000-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„საწარმო ქალაქ ოზურგეთში განთავსდება, ყოფილი ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც მათ ნაკვეთი მოიწონეს და 5-დან 6 თვეში ახალ საწარმოს ააშენებენ.

არჩევნების დამთავრებისთანავე რამდენიმე დღეში ENA Textile-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომელიც ასევე ZARA-ს პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია თურქეთში, მან შემოგვთავაზა, რომ ჩვენ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით არსებული ყველა ის პუნქტი გადაგვეცა, რომელიც საგადასახადო სისტემას, საბაჟოს, ასევე ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და წყალზე ტარიფებს შეეხება და მათი მოთხოვნა იყო ასევე რეგიონში თუ არსებობდა კოლეჯი, რომელიც დარგის შემკეთებლებსა და მკერავებს გადაამზადებდა. ჩვენ ყველა ეს პირობა დავაკმაყოფილეთ. ვაჩვენეთ ის კოლეჯი, რომელიც არსებობს და უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მათ ყველაფერი ეს შეისწავლეს, სამეთვალყურეო საბჭოზე გაიტანეს და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს გვაცნობეს“, - აცხადებს გუბერნატორი. მისივე განცხადებით, პროდუქცია made in Georgia-ს ბრენდით გამოვა.