29.Dec.2015 10:08
Society

ოთარ დანელია: კოოპოერატივებისთვის თაფლის ლაბორატორიული გამოკვლევა წლის ბოლომდე უფასოა

ოთარ დანელია: კოოპოერატივებისთვის თაფლის ლაბორატორიული გამოკვლევა  წლის ბოლომდე უფასოა
"ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც 20-30 წელზე იქნება გაწერილი“, - აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ოთარ დანელიას თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტს კუთხით, 2012 წელთან შედარებით სხვაობა საკმაოდ დიდია.
 
"ჩვენი მიზანია, ამ ხუთი წლის ვადაში შევასრულოთ ყველა აღებული ვალდებულება და ამასთნ, შევიმუშაოთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც 20-30 წელზე იქნება გაწერილი. დღეს ჩვენი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: 1. აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება; 2. ინსტიტუციური განვითარება; 3. მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება; 4. რეგიონალური და დარგობრივი განვითარება - დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა; 5. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 6. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა და 7. კლიმატის ცვლილებები, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტული გახდა 30 მლნ. ლარიდან 300 მლნ. ლარამდე გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის კუთხით. უკვე გასარწყავებულია 100 ათას ჰა-ზე მეტი ფართობი, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა დარგისთვის.

"დღეისათვის, უკვე შესაძლებელია საქართველოში თაფლის ლაბორატორიული კვლევების განხორციელება. სასოფლო-სამეურნეო კოოპოერატივებისთვის წლის ბოლომდე უფასოა თაფლის გამოკვლევა და რეკომენდაციების მიღება. ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველ კვარტალში ლაბორატორია აკრედიტების პროცესს დაასრულებს და ქართული თაფლის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში შეუფერხებლად განხორციელდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.



12.Dec.2018 19:54
19

PRIME MINISTER OF GEORGIA AND SPECIAL REPRESENTATIVE OF NATO SECRETARY GENERAL FOR CAUCASUS AND CENTRAL ASIA

More
07.Dec.2018 20:11
63

“Government of Georgia has an unshaken political will to continue"

More
06.Dec.2018 18:17
68

CRRC: 41% of Respondents Do Not Trust Judiciary

More
04.Dec.2018 22:56
81

LBS named best European business school

More
03.Dec.2018 14:24
66

Reuters: Thousands in Georgia protest against presidential election results

More
29.Nov.2018 14:14
118

BBC: Georgia elects Salome Zurabishvili as first woman president

More