Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან აჭარის მიმართულებით, ივლისიდან ივლის

571a00af2967c
BM.GE
22.04.16 14:43
1207
"საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება.

როგორც რკინიგზაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ახალი მატარებლით გადაადგილება ივლისიდან იქნება შესაძლებელი და ის თბილისიდან აჭარის მიმართულებით ივლის. კერძოდ, ურეკის, ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით. ასევე, როგორც რკინიგზაში განმარტავენ, მატარებლით მგზავრობის ფასი შენარჩუნებული იქნება.

ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.