Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ოქტომბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 12,7 პროცენტით შემცირდა

565bfce3977bc
BM.GE
30.11.15 11:35
1228
ოქტომბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 12,7 პროცენტით შემცირდა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, ოქტომბერში 3 453 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, კი 5,3 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, სექტემბერში აღნიშნული ციფრი 14,3 პროცენტს შეადგენდა.
 
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2015 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა, შეგახსენებთ რომ გასული წლის 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 5,6 პროცენტი იყო.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, ოქტომბერში საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა, - ხარჯებმა ოქტომბერში 713 მილიონი შეადგინა, ხოლო შემოსავალმა 628 მილიონი.