Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთის ფასი 30-დან 200 ლარამდეა

569f5aa87e49d
BM.GE
20.01.16 13:57
2229
მაყურებელი და მსმენელი ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომაზე ელოდა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებული შენობის გახსნას მაყურებელი ბილეთების შეძენით ვერ შეძლებდა, კრიტიკის ტალღა აგორდა, - მწვავე განცხადებები და უკმაყოფილო ხელოვანები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი ამბობს, რომ მათი აქცენტი იმ ადამიანებზე გაკეთდა, ვინც აუცილებლად უნდა დასწრებოდა წარმოდგენას. მისი თქმით, საზოგადოება ძალიან დიდია, თეატრი კი მხოლოდ 1065 ადამიანს იტევს.
 
"ჩვენი თეატრის გახსნას ხალხი ექვსი წელი ელოდა. ამიტომ ჩვენ აქცენტი იმ ხალხზე გავაკეთეთ, ვინც აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მოწვეულია მუსიკლალური საზოგადოება, უბრალოდ მათ მოსაწვევები ფიზიკურად ჯერ არ აქვთ. ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ ჯერ არ იცის. ჩვენთან არ არის ის ტრადიცია, რომ ადამიანებს ერთი თვით ადრე მიუვიდეთ ბილეთი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არავინ არ გამოგვრჩეს", - ამბობს დავით კინწურაშვილი.

კინწურაშვილი ამბობს, რომ ბილეთების დაჯავშნა არ განხორციელებულა - ფასი ოცდაათი ლარიდან იწყება და ორას ლარამდე იზრდება.

"თეატრის გახსნა არის მთელი კვირეული. ეს - ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 15 თებარვლამდე გასტანს. შემდეგ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან მსმენელი ყოველთვის იქნება. ჩვენ ერთი კონკრეტული წარმოდგენით არ გვაქვს გახსნა. ეს არ არის გახსნა, რომელიც არ მეორდება. ბილეთების ფასი ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება და ამიტომ ფასები ოცდაათი ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი ორასი ლარია.

რაც ჩვენთვის "ქართუ ჯგუფმა" გააკეთა, ასეთი რამე ქართული კუტურის მიმართ არ ვიცი, როდის გაკეთებულა. ეს იყო უდიდესი სარემონტო სამუშაოები და "ქართუ" ღირსია მთელი დარბაზი დავუთმოთ, მაგრამ მათი დამახასიათებელი თვისებაა რომ ყოველთვის ცდილობენ არ გამოჩნდნენ. "ქართუს" მოსაწვევის სახით მინიმალური შემადგენლობა აქვს, საუბარია ერთ რიგზე. ევროპიდან ველოდებით იმ ადამიანებს, ვინც ამ თეატრის სცენის რეაბილიტაციაში უდიდესი როლი შეასრულა. ყოველ თვე იმდენ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, რომ თეატრი ყოველთვის სავსე იქნება და ყოველთვის პრობლემა იქნება ბილეთის შოვნა", - აცხადებს დავით კინწურაშვილი.