Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Opel-ი 2017 წელს საკუთარ ელექტრო ავტომობილს წარმოადგენს

56bd92bf25dfc
BM.GE
12.02.16 12:01
1268
ბრენდი Opel-ი რომელიც საავტომობილო კონცერნს General Motors (GM)-ს ეკუთვნის, 2017 წელს საკუთარი ელექტრო ავტომობილის პრეზენტაციას გეგმავს. ახალი ავტომობილის დასახელება იქნება, Ampera-e და ხელმისაწვდომ ფასად გაყიდება, - განაცხადა General Motors-ის ხელმძღვანელმა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ავტომობილით მგზავრობის საშუალება ერთდროულად 5 ადამიანს ექნება. "GM და Opel ყოველთვის იყვნენ დარწმუნებულები, რომ ელექტრომობილი მომავალში გადაადგილების საშუალებებს შორის, მოწონავე პოზიციებზე იქნება", -  განაცხადა მერი ბარრამ.
 
მოდელი Ampera-ი კომპანიის სხვა მოდელების განახლებულ ვერსიებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. ელექტრომობილი გახდება e-Up!-ის და e-Golf-ის კონკურენტი რომლებსაც კომპანია Volkswagen-ი 2014 წლიდან აწარმოებს.

ახალი მოდელები აღჭურვილი იქნება პლასმასის აკუმლატრით, რომელიც განთავსებულია მანქანის სალონის ქვეშ. ასეთი გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებელი ხდება 5 მგზავრის ერთდროული მოთავსება სალონში ისე რომ ადგილი საბარგულისთვისაც რჩება.