16.Dec.2015 17:24
World

OPEC: ნავთობის ფასი 7 წლიან მინიმუმზე არ დარჩება და წელსვე დაიწყებს ზრდას

OPEC: ნავთობის ფასი 7 წლიან  მინიმუმზე არ დარჩება და წელსვე დაიწყებს ზრდას
ნავთობის ფასი 7 წლიან მინიმუმზე არ დარჩება და წელსვე ზრდას დაიწყებს, - განაცხადა OPEC-ის გენერალურმა მდივანმა აბდულა ალ-ბადრიმ. "მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვარ ნავთობის ბიზნესში, ვნახე 6 საფასო ციკლი, ვნახე ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი ფასები, ეს ერთ-ერთი მათგანია და დიდ ხანს არ გაგრძელდება. რამდენიმე თვის, ან 1 წლის შემდეგ ვითარება შეიცვლება", - განაცხადა მან OPEC-ისა და ინდოეთის ენერგეტიკული დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

აბდულა ალ-ბადრიმ აღნიშნა, რომ OPEC-ს არ აქვს სამიზნე ფასი, თუმცა კარტელი სამართლიანი ფასის ძიებაშია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ „ექსპორტიორ ქვეყნებმა შეძლონ ღირსეული შემოსავალის მიღება და ინვესტირება მიწოდების გაზრდისთვის“. ბადრი ამბობს, რომ ნავთობის მოპოვება შესაძლოა შემცირდეს 2-3 წლის განმავლობაში, რადგანაც ფასების ვარდნის ფონზე მომპოვებლებმა ინვესტიციები 130 მლრდ აშშ დოლარამდე შეამცირეს. ასევე აღინიშნა, რომ OPEC მოპოვებას, დიდი ალბათობით, დღე/ღამეში 400 000 ბარელით შეამცირებს. ბადრი არც ფასების კიდევ უფრო შემცირებას ელის.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, Brent -ის მარკის ნავთობის ფასი 36 აშშ დოლარამდე იყო შემცირებული და 2004 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 100 აშშ დოლარზე ფასები 2017 წლამდე არ დაბრუნდება. ამ დროისათვის Brent-ი 38,5 აშშდოლარი ღირს.



15.Feb.2019 01:01
101

JPMorgan plans to Use Digital Coin to Speed Up Corporate Payments

More
14.Feb.2019 00:40
107

Visa-free agreement on ID-card between Ukraine and Georgia will come into force on March 1

More
09.Feb.2019 00:22
198

Bezos Nude Selfie Controversy Triggers Alarm For Billionaires

More
08.Feb.2019 22:06
148

Nino Zambakhidze attended signing of a new USAID program, talked with president Trump

More
07.Feb.2019 00:41
115

Venice plans to introduce a €3 entry fee for tourists

More
05.Feb.2019 11:08
109

Global Markets Review

More