Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ონლაინ-სესხების კომპანიების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება

57307a4840536
BM.GE
09.05.16 15:52
1110
ონლაინ-სესხების კომპანიების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის მთავარი მიზანი მომხმარებლის დაცვაა.
 
"პროექტის მიხედვით, მარეგულირებელი უნდა იყოს ეროვნული ბანკის და ღრმად გვწამს რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, დღეს ფინანსური ცოდნა მოსახლეობაში არ არის ისეთი რომ მათი დამოუკიდებლად დაიცვან თავი.

შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.