Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების შეძენისთვის, საბანკო განვადების სისტემა ამოქმედდა

57152a7e7f0f7
BM.GE
18.04.16 22:37
1707
CreditAmazon.ge 2016 წლის მარტში საინვესტიციო კომპანია Helix Nebula Capital-ის მიერ შეიქმნა. კომპანია მომხმარებელს ნივთების ონლაინ ყიდვისას საბანკო განვადებას სთავაზობს. პროექტის ამჟამინდელი პარტნიორია “ბანკი რესპუბლიკა”. კომპანიის შესახებ "ბიზნესკონტაქტი" პროექტის ავტორს, გურამ თათეშვილს ესაუბრა.

- კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი მომსახურება და რომელ ონლაინ მაღაზიებზე ვრცელდება ის?

- მომხმარებელი ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმით გვიგზავნის მისთვის სასურველი პროდუქტის ბმულს. მას უკავშირდება ჩვენი ოპერატორი, აცნობს განვადების ფასს, ათანხმებს ვადებსა და პირობებს. დასტურის შემთხვევაში, მომხმარებელი ავსებს განვადების ფორმას, რომელიც იგზავნება ბანკ „რესპუბლიკაში“ და შესაბამისად, მას გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებთ რამდენიმე წუთში. დადებითი პასუხის შემთხვევაში CreditAmazon იყიდის მისთვის სასურველ ნივთს, ჩამოიტანს მას აშშ-დან „კამექსის“ საშუალებით და უფასოდ მიაწვდის მისთვის სასურველ ადგილზე. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა და ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამჟამად ჩვენი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი საიტებიდან: Amazon.com, Ebay.com, 6pm.com, forever21.com, oldnavy.com, gap.com, myhabit.com, victoriassecret.com, asos.com, urbanog.com, zappos.com, carters.com, hm.com, microsoftstore.com, ralphlauren.com, zapa.ge, fanz.ge, სულ მალე დაემატება ახალი მაღაზიები და სერვისები.

- როგორია მომსახურების საფასური და განვადების ღირებულება?

განვადების ღირებულებაში შედის აბსოლუტურად ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ნივთის შეძენასთან: მისი ღირებულება „ონლაინ მაღაზიაში“, შიდა ტრანსპორტირება აშშ-ში, ტრანსპორტირება საქართველომდე, საჭიროების შემთხვევაში, განბაჟება. რეალურად, მომხმარებელი განვადების დაფარვას იწყებს ნივთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია.

- რამდენად აქტიურად იყენებს მომხმარებელი თქვენს სერვისს?

მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა ფუნქციონირება დაახლოებით, 2 კვირის წინ დაიწყო, იგი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. არის ძალიან ბევრი მსურველი და ზოგადი გამოხმაურება, საკმაოდ, დადებითია. ამ დროისთვის იგეგმება კიდევ უფრო აქტიური სარეკლამო კამპანია, მიმართულებების გაფართოება და ვცდილობთ სამუშაოები პროცესების კიდევ უფრო გამარტივებას.

აღნიშნული სერვისის განვითარებისთვის საჭიროა იმ საკმაოდ დაბალი ზღვრული ლიმიტის აწევა, რაც განბაჟებისთვის არის საჭირო იმპორტირებულ პროდუქციაზე. რეალურად, ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია მომხმარებლისთვის, მით უმეტეს, დღევანდელი ვალუტის გაცვლითი კურსის პირობებში. ამ ლიმიტის ზრდა, მომხმარებელს საშუალებას მისცემს, საკუთარი შეხედულებისა და სურვილისამებრ გამოიწეროს და იყიდოს პროდუქცია უცხოური ხარისხიანი მომწოდებლებისგან.