Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ომბუდსმენი: "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს

56b49bc23a91a
BM.GE
05.02.16 16:54
1198
"მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სახალხო დამცველი, ომბუდსმენი პლურალისტული და მრავალფეროვანი მედია გარემოს მნიშვნელობაზე მიუთითებს.
 
"რაიმე ნიშნები ხელისუფლების მხრიდან, ტელეკომპანია "მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს. კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ კი საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე, აუცილებელია, რომ ეს ფორსირებულ რეჟიმში არ წარიმართოს, რადგან ჟურნალისტებსაც მიეცეთ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა. ხაზს ვუსვამ, სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.