Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, კომპანიებმა ე.წ სამშენებლო ამინისტიით სარგებლობა დაიწყეს

56bcba08d8b67
BM.GE
11.02.16 20:38
1074
სამშენებლო კომპანიებმა ე.წ სამშენებლო ამინისტიით სარგებლობა დაიწყეს. როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული შეღავათით კომპანიებმა უკვე ისარგებლეს, თუმცა რამდენ კომპანიაზეა საუბარი და რა მოცულობის თანხა ჩამოეწერებათ მათ, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
 
"რამოდენიმე კომპანიამ ისარგებლა და სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმშიც. ჩვენ დაახლოებით 2 კვირის წინ, კიდევ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად წავიდეთ.

რამდენიმე კომპანიის მხრიდან არის საინტერესო წინადადებებიც, რაზეც ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, რადგან კომერციული საიდუმლოებაა", - განაცხადა მინისტრმა.

სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. მათ შორის დღგ-ს გადასახადისგან და K2 მოსაკრებლის გადასახადისგან.