Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოდარ ხადური და კობა გვენეტაძე სავალუტო ფონდს ვაშინგტონში შეხვდებიან

570790f57483e
თელარა გელანტია
08.04.16 15:03
1004
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მომავალ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ნოდარ ხადურმა განუცხადა.
 
"მომავალ კვირას, ვაშინგტონში იმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრები, რომელშიც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიღებენ მონაწილეობას. იქნება ძალიან მაღალი დონის შეხვედრები. მათ შორის განხილული იქნება სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები. თქვენ იცით, რომ იყო რამდენიმე თემა, მათ შორის ზოგი ინსტიტუციონალური, ზოგი ფისკალური, ზოგი მონეტარული და ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი კონკრეტული გეგმებით შევხვდებით ფონდს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართება სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან.

"შევხვდებით დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილეს. შევხვდებით აღმასრულებელ დირექტორს სავალუტო ფონდში. ასევე, იქნება შეხვედრები მსოფლიო ბანკში", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.