Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

57275b5a05c43
BM.GE
02.05.16 17:40
973
2-3 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, ნოდარ ხადური მონაწილეობს ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში იმართება.
 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰინო ნაკაოსთან; ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, შონ ო’სულივანთან და მის მოადგილესთან, ჰონგ ვეისთან; სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის (Nordic Investment Bank) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან ჰენრიკ ნორმანთან და აღმასრულებელ დირექტორსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთან სორენ მორტენსენთან.

შეხვედრების ფარგლებში განიხილული იქნება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური ინდიკატორები, მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.