Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნოდარ ჯავახიშვილი: უპასუხისმგებლო კონტრაქტები პროექტანტებთან აღარ იქნება

56810f620fd0b
BM.GE
28.12.15 14:29
1371
"სამწუხაროდ საპროექტო ორგანიზაციებთან ურთიერთობა სახელმწიფოს არ ჰქონდა მთლად სწორად დალაგებული“, - აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნოდარ ჯავახიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ჯავახიშვილის თქმით, საპროექტო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა და ისინი საკუთარ გაწეულ სამუშაოეზე სრულად აგებენ პასუხს.
 
"სამწუხაროდ საპროექტო ორგანიზაციებთან ურთიერთობა სახელმწიფოს არ ჰქონდა მთლად სწორად დალაგებული. საპროექტო ორგანიზაცია აკეთებდა პროექტს, გვაბარებდა და ამით მასთან ურთიერთობა მთავრდებოდა. შემდეგ ხდებოდა ზოგჯერ ათეულობით ცვლილებები ამ პროექტებში. საპროექტო ორგანიზაციას ჩვენ შევუქმენით სიტუაცია, როდესაც ის პასუხს არ აგებდა შესრულებულ სამუშაოეზე.

მიმდინარე წლიდან ყველაფერი საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაშია. აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პროექტანტმა რეპუტაციული რისკის დაზღვევის გარანტიის თანხა და ის ბოლომდე იქნება პასუხისმგებელი.

უპასუხისმგებლო კონტრაქტები პროექტანტებთან აღარ იქნება", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.