Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოდარ ებანოიძე: რეგულირების გავლენის შეფასება სავალდებულო უნდა იყოს

565c1511a212a
BM.GE
30.11.15 13:18
1487
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნოდარ ებანოიძეს განცხადებით, რეგულირების გავლენის შეფასება სავალდებულო უნდა იყოს. როგორც ებანოიძემ გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა, დღეს საქართველოს კანონმდებლობაში მსგავსი მუხლი არ არის. თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე აქციზის განაკვეთის ზრდის თემის კომენტირებისას, ებანოიძემ განაცხადა, რომ აქციზი გადასახადი იმ ტიპს არ მიეკუთვნება, რომელიც რთულ პროცედურას ითვალისწინებს.

"ჩვენ ალბათ უნდა მივიდეთ ჩვენს კანონმდებლობაში იმის დარეგულირებისკენ, რომ რეგულირების გავლენის შეფასება უნდა იყოს სავალდებულო. ჩვენ კანონს დღეს არ ვარღვევთ, - აქციზი არ არის გადასახადის ის სახე, როელიც სავალდებულო რეფორენდუმს ითხოვდეს ამ გადასახადის გაზრდა იწვევდეს გარკვეულ რთულ პროცესს.
ნებისმიერ ცვლილებას სჭირდება რეგულირების გავლენის შეფასება და ხანგრძლივი სტრატეგია", - განაცხადა ებანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე აქციზი 2016 წლის 1 იანვრიდან იზრდება. ბიზნესის ნაწილი კი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ, მათ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ.