Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოდარ ებანოიძე: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირება სრულყოფილი უნდა იყოს

56e01d34af4d6
BM.GE
09.03.16 16:53
1220
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდევნო თვეში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ებანოიძე ავრცელებს. მისი განმარტებით, მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაციების რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე იქნება აქცენტი გაკეთებული. აღნიშნულ თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ებანოიძე საუბრობს.
 
- ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით, ამ ყველაფერმა დროში ხომ არ გადაიწია, აქამდე ხომ არ უნდა დაწყებულიყო საუბარი?

- რადგან ასეთი ცვლილების საჭიროებაა, ალბათ ამ ცვლილების შესაძლებლობა ადრეც შეიძლებოდა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა რომ დავიწყეთ, კონტაქტები მსოფლიო ბანკთანაც გვქონდა, რომ ისინი ამ საკითხის სწორად ჩამოყალიბებაში დაგვხმარებოდნენ. ასევე ეროვნული ბანკის მოსაზრებებიც ვიცით. იცით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულირების ქვეშ ისედაც არან. ისინი შესაბამის ინფორმაციებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენენ. თუმცა, რეგულაცია სრულყოფილი უნდა იყოს.

- როგორ წარმოგიდგენიათ სრულყოფილი სურათი, რას გულისხმობთ სრულყოფილ რეგულაციაში?

- რამდენიმე ცალკეული ცვლილება უნდა მოხდეს. ერთ-ერთი იურიდიული კაპიტალის წილის ფლობა ამ წუთში 15 პროცენტია და მოთხოვნაა, რომ ეს 30 პროცენტამდე იყოს. ასევე ფინანსური ინსტიტუტების წილის ფლობაზეც არის საუბარი. ასევე ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს უფლება შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნის. როდესაც მათი არასწორი ქმედებებისათვის გარკვეული საჯარიმო სანქციების მინიჭება ხდება, ეს სანქციები გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე იყოს განკუთვნილი, რომელიც შემოწმებების შედეგად იქნება გამოთხოვილი და ა.შ.

ეროვნულ ბანკს თავისი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე მთავრობისთვის წარდგენილი აქვს და მთავრობა ინიციატივით შემოვა. ეს რიგითი საკითხი არ არის და ვფიქრობ, რომ განმარტებითი ბარათი ისეთი იქნება, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას უპასუხებს.

- ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნაწყენიც კია, როგორ ფიქრობთ კომუნიკაციის პრობლემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის არის?

- ცუდია თუ კომუნიკაციის პრობლემა არის. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები ახლა აღარ უნდა იყოს. რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რამდენჯერმე ჰქონდათ შესაძლებლობა დაანონსებულ შეხვედრებში მონაწილეობა მიეღოთ და თავიანთი სატკივარი დაეფიქსირებინათ. თუ კი არის კომუნიკაციის ხარვეზები, რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს.

ესტონურ მოდელს რაც შეეხება, როდესაც ის ესტონეთში განახორციელეს იქ არ ყოფილა გამონაკლისი საბანკო დაწესებულებებზე და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის. წარმოდგენილ წინადადებაში ასეა.